CNN: ირანული მედიის ინფორმაციით, აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად, შაბათის შემდეგ ირანში, სულ მცირე, 1 230 ადამიანი დაიღუპა

ირანი

აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად, შაბათის შემდეგ ირანში, სულ მცირე, 1 230 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს ციფრი, რომელმაც უკვე გადააჭარბა გასული წლის ივნისში აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობას (1,190 ადამიანი), მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც მსოფლიო ლიდერებისა და ანალიტიკოსების მზარდმა ნაწილმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო კამპანიის სამართლებრივი საფუძვლის სიმყიფეზე დაიწყო საუბარი“, - წერს CNN.

რეგიონის სხვა ნაწილებში, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაიღუპნენ მეზობელ ქვეყნებზე თეირანის საპასუხო დარტყმების შედეგად.

ახლა ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებმა „ათობით სამოქალაქო ობიექტზე“ მიიტანა იერიში, მათ შორის საცხოვრებელ უბნებზე, საავადმყოფოებზე, სკოლებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე - ჩრდილოეთით მდებარე დედაქალაქ თეირანიდან დაწყებული, ქვეყნის სამხრეთით, მინაბის პროვინციამდე.