„ტკივილიანი და სევდიანი ბოლო ზარი დაირეკა...“ - სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა
1778271651
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განცხადებით, სურსათზე მსოფლიო ფასები ზედიზედ მესამე თვეა იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
ამის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტია, რამაც გლობალურ მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვია და სასუქის ღირებულება გაზარდა.
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობაში არსებული ძირითადი კვების პროდუქტების კალათას აკონტროლებს, გაიზარდა მარცვლეულის, მცენარეული ზეთისა და ხორცის ფასები, თუმცა რძის პროდუქტებისა და შაქრის ღირებულება შემცირდა.
„ჰორმუზის სრუტეში არსებულ კრიზისთან დაკავშირებული შეფერხებების მიუხედავად, გლობალური აგროსასურსათო სისტემები კვლავ მდგრადობას ინარჩუნებენ“, - განაცხადა FAO-ს მთავარმა ეკონომისტმა, მაქსიმო ტორერომ. „მარცვლეულის ფასები აქამდე მხოლოდ ზომიერად გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო შედარებით დიდმა მარაგებმა და წინა სეზონებიდან მიღებულმა ადეკვატურმა მოსავალმა“.
FAO-ს განცხადებით, ორგანიზაცია მოელის, რომ მარცვლეულის გლობალური მარაგი 2026 წლამდე შენარჩუნდება, ხოლო წარმოება, პროგნოზის მიხედვით, წლიურად 6%-ით გაიზრდება.
თუმცა, გაურკვევლობა რჩება მომავალი წლის ხორბლის მოსავალთან დაკავშირებით, რადგან ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა ენერგიისა და სასუქის ხარჯების ზრდას იწვევს.