„ამის მოსმენისთვის ღირდა ალბათ ჩემი ცხოვრება!“ – ნინი შერმადინი ნიკა კუბლაშვილს პასუხობს
1762103159
დონალდ ტრამპის რეიტინგი 37%-მდე დაეცა, რაც ისტორიული მინიმუმია მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან. ამის შესახებ CNN-ის დაკვეთით SSRS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემები მეტყველებს.
გამოკითხვის მონაცემებით, პრეზიდენტის ქმედებების არმოწონების დონემ 63%-ს მიაღწია, რაც ტრამპის ორივე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გამოკითხვა ჩატარდა 27-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით, მასში მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების 1.2 ათასზე მეტმა მოქალაქემ. ცდომილების ფარგლები შეადგენდა 3,6 პროცენტულ პუნქტს.
როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, წლის დასაწყისიდან ტრამპის პოპულარობა აშშ-ის სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფში მკვეთრად ეცემა.