ჩვენს მიზანს წარმოადგენს ამერიკელი ხალხის დაცვა ირანული რეჟიმის საფრთხისგან - ტრამპი

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმის მიზანს ირანული რეჟიმისგან მომდინარე საფრთხეებისგან ამერიკელი ხალხის დაცვა წარმოადგენს.

„ცოტა ხნის წინ ამერიკელმა სამხედროებმა ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ჩვენი მიზანია - დავიცვათ ამერიკელი ხალხი ირანული რეჟიმისგან მომდინარე საფრთხეებისგან“, - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, დღეს დილით ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. აფეთქებების ხმა ისმის თეირანში და ირანის სხვა მსხვილ ქალაქებში.