ცნობილი „პრაიმ ჰაუსელი“ დაქორწინდა
1768076384
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ვენესუელასა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს ამჟამად მოკავშირედ მიიჩნევს და გააფრთხილა ისინი, რომ მის ადმინისტრაციას რეგიონში რუსეთის ან ჩინეთის ყოფნა არ სურს.
„ამჟამად ისინი მოკავშირედ ჩანან. ვფიქრობ, ისინი კვლავაც იქნებიან მოკავშირეები. ჩვენ არ გვსურს, რომ იქ რუსეთი იყოს. ჩვენ არ გვსურს, რომ იქ ჩინეთი იყოს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა როდრიგესთან ან ვენესუელის სხვა ლიდერებთან შეხვედრას, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მას სურს მალე შეხვდეს ქვეყნის წარმომადგენლებს.
„მე, სავარაუდოდ, ძალიან მალე შევხვდები ვენესუელის სხვადასხვა წარმომადგენელს. ეს შეხვედრა ჯერ არ დაგვიგეგმავს, თუმცა ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც ამჟამად მართავენ ვენესუელას. ჩვენთან ასევე სტუმრად იქნება ახალგაზრდა ქალბატონი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო. ის აპირებს ჩამოსვლას, რათა პატივისცემა გამოხატოს ჩვენი ქვეყნის და პირადად ჩემ მიმართ“, - დასძინა მან.