ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებითი ჯარისა და სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის “კამიკაძე დრონების“ გასაგზავნად ემზადება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Yonhap-ი სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
„სადაზვერვო მონაცემების ყოვლისმომცველი შეფასება აჩვენებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ემზადება რუსეთში განლაგებული ჯარების როტაციისთვის ან მათი რაოდენობის გაზრდისთვის“, - აცხადებენ სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურში.
გარდა ამისა, დაზვერვის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეა იწყებს იმ „კამიკაძე დრონების“ წარმოებას და მიწოდებას, რომელიც პირველად ნოემბერში წარმოადგინეს.
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530