1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები ვლადიმერ პუტინს მოუწოდებენ, დაეთანხმოს დაუყოვნებლივ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში. საუბარია დანიის, ისლანდიის, შვედეთის, ნორვეგიის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ლიდერებზე.
ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა გამოაქვეყნა.
„უკრაინას სურს მშვიდობა. ჩვენ, ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებს, ასევე გვსურს მშვიდობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ლიდერები აღნიშნავენ, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ იქნება დაცული, ევროკავშირი აშშ-სა და სხვა პარტნიორებთან ერთად იძულებული იქნება, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები მიიღოს.
„ეს არის პირველი ნაბიჯი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ გამოავლინა მშვიდობისკენ გულწრფელი სწრაფვა, ასევე, პუტინთან შეხვედრის მზადყოფნა“, – აღნიშნულია განცხადებაში.