ჩხრეკა ვიქტორ ორბანის პარტიის კომპიუტერული სერვერების განთავსების ცენტრში - ინფორმაციას მედია "ფიდესის" ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს

მკ

 ჩხრეკა ვიქტორ ორბანის პარტიის კომპიუტერული სერვერების განთავსების ცენტრში - ინფორმაციას მედია "ფიდესის" ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ გამომძიებლები მათთან წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ და პარტიის საკომუნიკაციო სისტემისა და მონაცემთა ბაზების ამოღებას შეეცადნენ. ოპოზიციური პარტია მომხდარს მათი საქმიანობის სამართლებრივი გზით შეზღუდვის მცდელობად აფასებს და აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევა უნგრეთში კომუნისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ, არ ყოფილა.

საკითხს უნგრეთის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ის პროკურატურის ოფიციალურ განმარტებას ელოდება.