ჩინეთში წყალქვეშა გამოქვაბულში დაკარგული დაივერი 5 დღის შემდეგ იპოვეს

დაივერი 5 დღის შემდეგ იპოვეს

ჩინეთში მდინარეში ჩაყვინთვის შემდეგ გაუჩინარებული 40 წლის კაცი 5 დღის შემდეგ იპოვეს.

South China Morning Post-ის ცნობით, ვანგი ჩაყვინთვიდან სულ რაღაც ხუთ წუთში დაიკარგა, რის შესახებაც შესაბამის ორგანოებს მისმა მეგობარმა შეატყობინა. მაშველებმა სამძებრო ოპერაცია მყისიერად დაიწყეს. სპელეოლოგებმა ერთ-ერთი ჩაყვინთვის დროს ქვის დარტყმის მსგავსი ხმა გაიგონეს, თუმცა ეს მყვინთავის პოვნაში ვერ დაეხმარათ.

როგორც გაირკვა, ვანგი 9 მეტრის სიღრმეზე მდებარე წყალქვეშა მღვიმეში შეცურა, თუმცა გამოსასვლელი ვერ აღმოაჩინა. მღვიმეში მან ჰაერის ჯიბე იპოვა, სადაც სუნთქვა შეძლო. ხუთი დღის განმავლობაში ის სწორედ ამ სივრცეში რჩებოდა და უმი თევზით იკვებებოდა.

გადარჩენის შემდეგ ვანგმა თქვა, რომ ხედავდა სამძებრო ჯგუფს და ქვებზე დააკაკუნა, თუმცა მათ ვერაფერი გაიგეს. მან შენიშნა, როგორ ცურავდნენ სპელეოლოგები მის ქვემოთ და ამიტომ წყალში ჩაყვინთა და ფარნით სიგნალი მისცა. იმ მომენტისთვის მისი ორგანიზმის ჟანგბადის დონე მხოლოდ 4% იყო.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ვანგი თავს შესანიშნავად გრძნობდა და სასწრაფო დახმარების მანქანამდე თვითონ მივიდა. მოგვიანებით აღნიშნა, რომ მღვიმეში ყოფნისას დროზე აღქმა სრულიად დაკარგა.