1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჩინეთში მარტოხელა მამამ 13 წლის ვაჟი სამურაის ხმლით მოკლა. მიზეზი გამაოგნებელია - მამამ შვილი სკოლაში ცუდი სწავლის გამო მოკლა.
მამაკაცს სახელად იან ჯუნმინგს მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, იტყობინება South China Morning Post სასამართლოზე დაყრდნობით.
ტრაგედია მას შემდეგ მოხდა, რაც მამაკაცმა ონლაინ შეხვედრა გამართა შვილის სკოლის მასწავლებელთან. ირკვევა, რომ მასწავლებელმა მამას შვილის სწავლის შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 13 წლის ბიჭმა ფიზკულტურაში ასიდან მხოლოდ 18 ქულა მიიღო. ამის შემდეგ იანგ ჯუნმინგმა შვილს დაადანაშაულა სიზარმაცეში და დაჭრა. ბავშვი გარდაიცვალა.