ჩინეთმა იაპონიაში სამხედრო მიზნებისთვის გამოსაყენებელი ორმაგი დანიშნულების ნივთების ექსპორტი აკრძალა

აშშ-ში ჩინეთის საელჩო

ჩინეთმა იაპონიაში სამხედრო მიზნებისთვის გამოსაყენებელი ორმაგი დანიშნულების ნივთების ექსპორტი აკრძალა. ინფორმაციას ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აკრძალულია ორმაგი დანიშნულების ნივთების ექსპორტი სამხედრო მომხმარებლებისთვის ან იაპონიის სამხედრო ძალის გაძლიერებაში წვლილის შემტანი ნებისმიერი მიზნით.

მათივე ცნობით, ნებისმიერი ქვეყნის ორგანიზაციები ან ფიზიკური პირები, რომლებიც აკრძალვას დაარღვევენ, კანონით დაკისრებულ პასუხისმგებლობას დაექვემდებარებიან.

„იაპონიის ლიდერმა ცოტა ხნის წინ არასწორი განცხადებები გააკეთა ტაივანზე, მიანიშნა ტაივანის სრუტეში სამხედრო ჩარევის შესაძლებლობაზე. ეს კომენტარები არღვევდა „ერთი ჩინეთის პრინციპს“, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

როგორც მედია წერს პეკინსა და ტოკიოს შორის ურთიერთობა კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასული წლის დეკემბერში იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ თუ ჩინეთი ტაივანის დაკავებას გადაწყვეტს, იაპონია ტაივანს დაუჭერს მხარს.