შსს თბილისში დღეს მომხდარ მკვლელობაზე ინფორმაციას ავრცელებს
1768408114
გრენლანდია თავის ხალხს ეკუთვნის, მათი გადასაწყვეტია ის საკითხები, რომლებიც დანიასა და გრენლანდიას ეხება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი პატივს სცემს გრენლანდიელების სურვილებსა და ინტერესებს.
„ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ დანიის მთავრობასთან. გრენლანდია ნატო-ს ნაწილია და როდესაც არქტიკულ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ეს ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ჩვენ ვიცით, რომ მოკავშირეებს შორის დამაკავშირებელი ფაქტორი ყოველთვის არის მკაფიო დევიზი: „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“. რა თქმა უნდა, არქტიკა და არქტიკული უსაფრთხოება ასევე ევროკავშირის საკითხია ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე. ჩვენ წლების განმავლობაში ვდებდით ინვესტიციას გრენლანდიასთან ურთიერთობაში. იქ გასულ წელს ვიყავი, რომ ნუუკში ოფისი გაგვეხსნა და გრენლანდიელებთან მუდმივი კომუნიკაციის არხი გვქონოდა. გასული წლიდან ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი ჩართულობა, დავაჩქარეთ მუშაობა. ამგვარად, ევროკავშირსა და გრენლანდიელებს შორის არსებობს ძლიერი, კარგი ურთიერთობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, გრენლანდიელებმა იცოდნენ, რაც საქმითაც იციან და არამხოლოდ სიტყვებით, რომ ჩვენ პატივს ვცემთ გრენლანდიელების სურვილებსა და მათ ინტერესებს, მათ შეუძლიათ, დაგვეყრდნონ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.