ჩეხეთი ევროკავშირის მასშტაბით რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვის ინიციატივით გამოვიდა - Financial Times

ჩეხეთი ევროკავშირის მასშტაბით რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვის ინიციატივით გამოვიდა

ევროკავშირის ქვეყნები ჩეხეთის შეთავაზებას განიხილავენ, რომელიც რუსი დიპლომატების ევროკავშირის მასშტაბით გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს. ამის შესახებ The Financial Times-ი წერს.

გამოცემის ცნობით, პრაღა ამ გადაწყვეტილებას რუსეთის დაზვერვის შესაძლო აგენტებთან ბრძოლით ხსნის.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას ჩეხეთმა ევროკავშირის ქვეყნებს შორის გაავრცელა დოკუმენტი, რომელშიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის ფარგლებში ამ შეზღუდვის განხილვას ითვალისწინებს.

ამ შეთავაზების თანახმად, რუსმა დიპლომატებმა ვიზა და ბინადრობის ნებართვა უნდა აიღონ, რომლითაც ისინი მხოლოდ იმ ქვეყნებში გადაადგილებას შეძლებენ და არა მთლიანად შენგენის ზონაში.