1748324677
ბრიტანელმა მამაკაცმა დაკარგული მანქანა, საიტზე 26 ათას დოლარად შეიძინა - თუმცა, ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო

ბრიტანელი მამაკაცი საკმაოდ უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდა. ევანმა წლების წინ დაკარგული მანქანა, საიტზე 26 ათას დოლარად შეიძინა. თუმცა, ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც ის ამბობს, ავტომობილი თვეების წინ მოჰპარეს, თუმცა ქურდის ვინაობას ვერ მიაკვლია. ამიტომ იგივე ბრენდისა და დიზაინის მქონე მოდელის შეძენა გადაწყვიტა. სასურველ მანქანას ერთ-ერთ საიტზე მალევე მიაგნო და მასში 26 ათასი დოლარი გადაიხადა.
თუმცა, შეძენის შემდეგ, ევანმა აღმოაჩინა, რომ ავტომობილს ზუსტად ისეთივე პრობლემები, ნაკაწრები და ხარვეზები ჰქონდა, როგორიც თავის დროზე მის კუთვნილ მანქანას. მამაკაცმა ჯიპიესის მონაცემებით მოიძია და დარწმუნდა, ის ზუსტად იგივე ავტომობილი იყო, რომელიც თვეების წინ მოჰპარეს.
„თავიდან ეს ამბავი ძალიან გამიხარდა, მაგრამ შემდეგ გავაანალიზე, რომ ჩემივე მანქანაში 26 ათასი დოლარი გადავიხადე“ ,- ამბობს ის.