ბრენტის მარკის ნავთობის ფასი გაიზარდა და ივლისის შემდეგ პირველად ერთ ბარელზე 100 დოლარს მიაღწია

Politico: ჩეხეთი რუსული ნავთობის შეძენით სარგებელს ნახულობს

ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების ფონზე, ივლისის შემდეგ პირველად ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე 100 დოლარს მიაღწია.

მედიის ცნობით, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ბოლო დღე-ღამის მანძილზე 2.1%-ით გაიზარდა და ბარელზე 100.19 აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, ნავთობის ფასის ზრდის ტენდენდცია აგვისტოს ბოლო პერიოდიდან შეინიშნებოდა. რაც შეეხება ამერიკულ ბაზარს, ბოლოს აშშ-ში ნავთობის ფასი 1.3%-ით გაიზარდა და ბარელზე 94 დოლარს მიაღწია.

ნავთობის ფასის ზრდის მიზეზად სპარსეთის ყურეში დაძაბულობის ზრდა და ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-სა და ირანის მიერ განხორციელებული ორმხრივი იერიშები სახელდება.

ცნობისთვის, ნავთობის ფასმა პიკურ მაჩვენებელს აპრილში მიაღწია და ერთ ბარელზე 126 დოლარი შეადგინა.