„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
დუბლინიდან რომში მიმავალი თვითმფრინავი საფრანგეთში, ნორმანდიის საჰაერო ბაზაზე დასვეს. ამის მიზეზი ბორტზე შესაძლო აფეთქების საფრთხის შესახებ მიღებული შეტყობინება გახდა. ინფორმაციას ფრანგული მედია საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია ირლანდიური ავიაკომპანია Aer Lingus-ის კუთვნილ Airbus A320-ზე, რომელიც ირლანდიის დედაქალაქიდან რომის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
გავრცელებული ინფორმაციით, სიტუაციას აკვირდება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია.
ცნობისთვის, 2 და 3 ნოემბერს ევროპის მასშტაბით ხუთ სხვადასხვა ავიარეისზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ხუთი შეტყობინება შევიდა. ოქტომბრის ბოლოს კი, ბომბის შესახებ შეტყობინების გამო, კიშინიოვის აეროპორტიდან მგზავრებისა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.