ბორელი: რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ეგზისტენციალური საფრთხეა ევროკავშირისთვის

 ჟოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ეგზისტენციალური საფრთხეა ევროკავშირისთვის.

ჟოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ ევროპული პრობლემა, რადგან ყველა ქვეყანას საფრთხე დაემუქრება, თუ ძალის გამოყენება ნორმად იქცევა.

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უკრაინაში ომი ყველაზე მნიშვნელოვანი ეგზისტენციალური საფრთხეა, ხოლო ღაზაში ომი ჩვენთვის ყველაზე დიდი ეთიკური საკითხია. რუსეთის გამარჯვება უკრაინაში ევროკავშირს უზარმაზარი საფრთხის წინაშე დააყენებს. მაგრამ [რუსეთის] აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არ არის მხოლოდ ევროპული პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ აგრესორის - პუტინის რუსეთის - გამარჯვება იმის დემონსტრირება იქნებოდა, რომ სამხედრო აგრესია გამართლებულია. და ყველა ქვეყანას საფრთხე დაემუქრება, თუ ეს ნორმად იქცევა“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.