ბოლო ცნობები დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრიდან - კოლუმბიაში დაღუპულია 130-ზე მეტი ადამიანი

მიწისძვრა

კოლუმბიაში მომხდარმა 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრამ 130-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მიწისძვრა გუშინ მოხდა. ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. სტიქიამ ნგრევა გამოიწვია, ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ.

სამძებრო-სამაშველო სამსახურები მსხვერპლის გაზრდას არ გამორიცხავენ. კოლუმბიის გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, სტიქია ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.

რყევები მეზობელ სახელმწიფოებშიც, ვენესუელაში, ეკვადორსა და პანამაში იგრძნობოდა.