უახლესი ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ - ექიმის კომენტარი
1773748934
უკრაინამ, შესაძლოა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დახმარება ვეღარ მიიღოს. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ფონდში სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ, თუ რამდენად შეძლებს კიევი რვა მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტიდან დახმარების მიღებას, თუკი საკანონმდებლო ცვლილებებს ვერ განახორციელებს.
უკრაინის უმაღლეს რადას მარტის ბოლომდე აქვს ვადა, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში მთელი რიგი ცვლილებები შეიტანოს. სწორედ ამ რეფორმაზე იქნება დამოკიდებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ კიევისთვის დაფინანსების გაგრძელება.
როგორც Bloomberg-ი წერს, ამჟამად უკრაინის რადა ამ საკითზე პარალიზებულია და გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებს.