„ცაჰალმა“ ირანის წინააღმდეგ ოპერაციას „მგრგვინავი ლომი“ უწოდა

ისრაელი ირანი

ცოტა ხნის წინ, ისრაელმა და აშშ-მა ოპერაცია დაიწყეს, რომლის მიზანი ირანის ტერორისტული რეჟიმის მიერ შექმნილი ეგზისტენციალური საფრთხის აღმოფხვრაა, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი ერთობლივი მოქმედება შექმნის პირობებს იმისთვის, რომ მამაცმა ირანელმა ხალხმა საკუთარი ბედი საკუთარ ხელში აიღოს “, - აღნიშნავს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ნეთანიაჰუს ცნობით, ირანის წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციას „ლომის ღრიალი“ ეწოდება.