არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ ირანული რაკეტის განეიტრალების შედეგად ჩამოცვენილი ნამსხვრევებით ერთი ადამიანი დაიღუპა

საემიროები

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რაკეტის განეიტრალების შედეგად ჩამოცვენილი ნამსხვრევებით ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა „ირანის ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით აშკარა თავდასხმის“ მსხვერპლი გახდა.

გავრცელებული ცნობით, ნამსხვრევები დასახლებულ ზონაში ჩამოცვივდა და მსხვერპლთან ერთად მატერიალური ზარალი გამოიწვია.

სამინისტრო გმობს თავდასხმას, როგორც „სახიფათო ესკალაციას“ და „მშიშარა ქმედებას“ და ხაზს უსვამს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები „იტოვებს სრულ უფლებას, უპასუხოს“.