ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, შეიარაღებული ძალები განაგრძობს ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ მოქმედებებს.
ნეთანიაჰუს თქმით, ეს არამხოლოდ ისრაელის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგოდაოებისთვის ხდება. მან „ჰუსიტები“ საერთაშორისო წესრიგის დარღვევასა და საზღვაო მიმოსვლისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა.
„ჩვენ ისევე მტკიცედ ვიმოქმედებთ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ, როგორც ეს ირანული ბოროტების ღერძის წინააღმდეგ მოხდა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერის ვიდეომიმართვამდე, ისრაელის საჰაერო ძალებმა იემენში, ჰოდეიდას პორტზე იერიში მიიტანეს, რამდენიმე დღით ადრე, „ჰუსიტების“ მიერ თელ-ავივის მიმართულებით გაშვებული რაკეტის გამო.
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530