ბელგიის პრინცმა 26 წლის ყოფილი გამყიდველი შვილად და მემკვიდრედ ოფიციალურად აღიარა

პრინცი ლორანი

ბელგიის პრინცმა ლორანმა,  მოქმედი მეფის, ფილიპეს ძმამ, იურიდიულად სცნო 26 წლის კლემან ვანდენკერკჰოვე საკუთარ შვილად და მემკვიდრედ. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ცერემონია, რომელზეც მანქანების ყოფილი გამყიდველი მეფის ძმისშვილად აღიარეს, თებერვალში მერიაში გაიმართა. ამის შესახებ ოფიციალურად მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ გახდა ცნობილი. კლემანს ფორმალურად პრინცის ტიტული მიენიჭა. ამასთან, მას არ ეკუთვნის სამეფო შემწეობა, ასევე არ შეუძლია ბელგიის ტახტის მემკვიდრეობით მიღება და არ მიიღებს მონაწილეობას სამეფო ოჯახთან დაკავშირებულ საჯარო ღონისძიებებში.

ახალგაზრდა პრინც ლორანისა და ბელგიელი მომღერლის, ვენდი ვან ვანტენის (რომლის ნამდვილი სახელია ირის ვანდენკერკჰოვე) ურთიერთობის შედეგად დაიბადა. კლემანს ჰყავს მამის მხრიდან ძმები და და: პრინცესა ლუიზა, პრინცი აიმერიკი და პრინცი ნიკოლასი. ისინი ლორანის კანონიერ ქორწინებაში დაიბადნენ პრინცესა კლერთან.