გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
The Guardian-ი და მისი ექსპერტები ამერიკის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების დებატებს აფასებენ. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ თეთრი სახლის მოქმედი ხელმძღვანელის გამოსვლა იმდენად არადამაჯერებელი იყო, რომ დემოკრატები მისი კანდიდატურის მოხსნაზეც კი ფიქრობენ.
The Guardian-ი აღნიშნავს, რომ პარტიის წესდების თანახმად ეს ძალიან რთული იქნება, თუ დემოკრატების ხელმძღვანელობა აგვისტოში დაგეგმილ კონვენციაზე წესებს არ შეცვლის.
„ის ფაქტი, რომ ლიბერალური წრეები საუბრობენ იმის შესახებ, შეიძლება თუ არა მოქმედი პრეზიდენტის [კანდიდატურის] ჩანაცვლება მაშინ, როდესაც მან შიდაპარტიული პრაიმერიზი მოიგო, გვიჩვენებს, რამდენად უჭირთ „დემოკრატებს“ დებატების შემდეგ იმის დადასტურება, რომ ბაიდენს ქვეყნის მართვა შეუძლია. ბევრს აინტერესებს, უნდა აწარმოოს თუ არა „დემოკრატიულმა პარტიამ“ სერიოზული დისკუსიები იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს ამის [ბაიდენის ჩანაცვლების] ნაცვლად“, - აღნიშნავენ გამოცემაში.
ამასთან, აღნიშნულია, რომ მომდევნო დებატები მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტს შორის 75 დღის შემდეგ გაიმართება, ამიტომ „ბაიდენის გამოსვლა სავარაუდოდ ხალხის გონებაში დიდი ხნით დარჩება“.
ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის დებატები 27 ივნისს, ატლანტაში გაიმართა.