1781384192
აზიაში მთვარის კალენდრით ახალ წელს ზეიმობენ
აზიის მასშტაბით, პეკინიდან ბანგკოკამდე, მილიონობით ადამიანი მთვარის კალენდრით ახალი, ცეცხლოვანი ცხენის წლის დადგომას ზეიმობს.
მთვარის კალენდრის მიხედვით ახალი წელი, კალენდრის პირველ ახალმთვარეობას ემთხვევა. ის 15-დღიანი ფესტივალით აღინიშნება და ყოველწლიურად 21 იანვრიდან 20 თებერვლამდე პერიოდში იმართება.
დღესასწაულისთვის სხვადასხვა ქვეყანაში განსაკუთრებულ კერძებს ამზადებენ.











