1752091368
აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეხვდებიან

აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეხვდებიან. ეს იქნება ალიევისა და ფაშინიანის პირველი ოფიციალური შეხვედრა მას შემდეგ, რაც ისინი სამშვიდობო პროექტზე შეთანხმდნენ.
როგორც ცნობილია, მარტში ბაქომ და ერევანმა განაცხადეს, რომ სამშვიდობო შეთანხმების პროექტი დაასრულეს, თუმცა, მისი ხელმოწერის ვადები გაურკვეველი რჩება.