წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1768759702
აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილში 39 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს, რომელიც ირანიდან პოლონეთში მიემართებოდა.
აზერბაჯანული მედიის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებები ნახიჩევანის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს.
სატრანსპორტო საშუალებას ირანიდან პოლონეთში „პლასტმასის მოსაპირკეთებელი პანელები“ გადაჰქონდა. შემოწმების დროს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ 780 შეფუთვაში აღმოაჩინეს და სატრანსპორტო საშუალების პლასტმასის პანელებში ისეთი მეთოდებით იყო მოთავსებული, რაც ტვირთის აღმოჩენას ართულებდა.