მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
ათენის გარეუბანში, ტყის ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. ცხედარი ქალაქ ვრილისიაში, მაღაზიაში იპოვეს და სავარაუდოდ ქალს ეკუთვნოდა.
მედიის ცნობით, ხანძრების შედეგად შექმნილი რთული სიტუაციის გამო, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 700-ზე მეტი მეხანძრე, 199 სახანძრო მანქანა და 35 თვითმფრინავია ჩართული.
საბერძნეთის ტერიტორიის ნახევარზე განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა.
ევროპულმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მზად არიან საბერძნეთს დაეხმარონ. „ბიბისის“ ინფორმაციით, იტალია საბერძნეთს ორ თვითმფრინავს მიაწვდის, ხოლო საფრანგეთი და სერბეთი თითო ვერტმფრენს. ესპანეთი, ჩეხეთი და რუმინეთი გააგზავნიან დამატებით მანქანებს, პერსონალსა და სხვადასხვა სახის დახმარებას. თურქეთი კი გეგმავს ორი თვითმფრინავისა და ვერტმფრენის გაგზავნას.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „დადგება საბერძნეთის გვერდით, მაშინ, როცა ისინი დამანგრეველ ხანძრებს ებრძვიან“.
ცნობისთვის, საბერძნეთში ტყის ხანძარი 11 აგვისტოს გაჩნდა. სტიქიასთან ბრძოლას გვალვა, ძლიერი ქარი და რელიეფი ართულებს.
საქართველოს საელჩომ საბერძნეთში, ატიკის ტერიტორიაზე გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადება გაავრცელა.