Associated Press: აშშ გეგმავს ისრაელში დაახლოებით 200 სამხედროს გაგზავნას, რომლებიც უზრუნველყოფენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების კონტროლს

გეგმ

აშშ გეგმავს ისრაელში დაახლოებით 200 სამხედროს გაგზავნას, რომლებიც უზრუნველყოფენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების კონტროლს და მის მხარდაჭერას ღაზის სექტორში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი აშშ-ის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

AP-ის ცნობით, საერთაშორისო მისიაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის პარტნიორი ქვეყნების სამხედროები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები.

წყაროების მიხედვით, ამერიკული ხელმძღვანელობა შექმნის ისრაელში სამხედრო-სამოქალაქო კოორდინაციის ცენტრს, რომელიც რეგულირებას გაუწევს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ღაზის სექტორში და უზრუნველყოფს ლოგისტიკურ და უსაფრთხოების მხარდაჭერას.