რომელი კერძები უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე, რათა ცხენის წელი იღბლიანი იყოს
1766261901
აშშ-ს სურს, რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ომის უფრო კონკრეტული გეგმა წარმოადგინოს. როგორც Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ეს საკითხი დავოსში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრაზე განიხილება.
კერძოდ, როგორც Bloomberg-ს ორმა წყარომ განუცხადა, აშშ შეშფოთებულია ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის არსებული უთანხმოებით, რაც ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესს აფერხებს.
ახლა უკრაინელი სამხედროები 2024 წლის გეგმებს ადგენენ და ვარიანტების სრულ სპექტრს განიხილავენ.