აშშ თუ არ იქნება ბედნიერი პუტინის გადაწყვეტილებით, მაშინ ნახავთ, რომ რაღაცები მოხდება - დონალდ ტრამპი

ტრამპი და პუტინი

აშშ თუ არ იქნება ბედნიერი პუტინის გადაწყვეტილებით, მაშინ ნახავთ, რომ რაღაცები მოხდება, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონლად ტრამპმა თეთრ სახლში პოლონეთის ლიდერ კაროლ ნავროცკისთან შეხვედრაზე გააკეთა. მას ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, თუ რა გზავნილი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის.

„მე არ მაქვს გზავნილი პრეზიდენტ პუტინისთვის. მან იცის ჩემი პოზიცია და ის მიიღებს გადაწყვეტილებას. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, მე, ჩვენ ან ვიქნებით ბედნიერი ან არ ვიქნებით ბედნიერი. ბედნიერი თუ არ ვიქნებით, მაშინ ნახავთ, რომ რაღაცები მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.

პოლონელმა ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა ტრამპს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მუდამ საუბრობს, რომ უკმაყოფილოა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით, თუმცა ამას კონკრეტული ნაბიჯები არ მოჰყოლია, რაზეც ტრამპმა უპასუხა:

„თქვენ ამბობთ, რომ ინდოეთის მიმართ მეორადი სანქციების დაწესება უმოქმედობაა? ეს ასობით მილიონი დოლარი უჯდება რუსეთს. ამას უმოქმედობას ეძახით? მე ჯერ არ გამიკეთებია მეორე და მესამე ფაზა, მაგრამ როდესაც ამბობთ, რომ ეს უმოქმედობაა, მაშინ ჯობია ახალი სამსახური იპოვოთ. თუ გახსოვთ, მე ორი კვირის წინ ვთქვი, თუ ინდოეთი იყიდის რუსულ ნავთობს, მას დიდი პრობლემები ექნება და ასეც მოხდა“, – განაცხადა პუტინმა.

თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებაში დამნაშავე მისი წინამორბედი, პრეზიდენტი ჯო ბაიდენია.

ტრამპის თქმითვე, მას ეგონა, რომ უკრაინაში ომის დასრულება იოლი იქნებოდა, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა.

„არასდროს იცი, რა მოხდება ომის დროს. ომი კომპლექსური და საშიშია და სისხლიანი არეულობაა, მაგრამ ასე თუ ისე, ეს დასრულდება. მათ უნდა შეწყვიტონ ადამიანების მკვლელობები“, – განაცხადა ტრამპმა.