აშშ-ში ატრაქციონზე თავდაყირა დარჩენილი 28 ადამიანი გადაარჩინეს

ატრაქციონი

ორეგონში მაშველებმა გადაარჩინეს 28 ადამიანი, რომლებიც 30 მეტრის სიმაღლეზე ატრაქციონზე თავდაყირა იყვნენ ჩარჩენილები. შედეგად ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, წერს Sky News .

ინციდენტის თვითმხილველმა კრის რაიანმა თქვა, რომ ის და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ გასართობ პარკში და აპირებდნენ ამ ატრაქციონზე ასვლას. თუმცა, მამაკაცმა გაიგო, რომ ხალხი ამბობდა: „ღმერთო ჩემო, ისინი თავდაყირა არიან“.

როდესაც მგზავრობა შეჩერდა, პარკის თანამშრომლებმა სწრაფად გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რომელიც 25 წუთში მივიდა. ტექნიკურმა მუშაკებმა რამდენიმე წუთში შეძლეს მანქანის დაბრუნება განტვირთვის ადგილას.

გასართობ პარკში განმარტავენ, რომ ატრაქციონი 2021 წლიდან ფუნქციონირებს და აქამდე არანაირი პრობლემა არ ჰქონია. 

„გვსურს გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მადლიერება პირველი რეაგირებისთვის და ჩვენი თანამშრომლებისთვის მათი სწრაფი ქმედებებისთვის, რამაც დღეს დადებითი შედეგი გამოიწვია“, - აღნიშნულია პარკის განცხადებაში.