აშშ-ს სამხედრო ოპერაცია ირანში შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგძელდეს - CIA-ს ყოფილი უფროსი

ბაში

ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მასშტაბი ბევრად აღემატება იმას, რასაც ადრე ახორციელებდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია. ეს მოსაზრება გამოთქვა ჯერემი ბაშმა, რომელიც ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში CIA-სა და თავდაცვის სამინისტროს შტაბის უფროსი იყო, ჯერემი ბაშმა ამის შესახებ NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ბაშმა ირანში მიმდინარე მოვლენები შეადარა 2026 წლის დასაწყისში აშშ-ის მიერ ვენესუელაში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას და ადრე განხორციელებულ სხვა ამერიკულ ოპერაციებს.

„ის ოპერაციები ძირითადად ერთჯერადი იყო. ხოლო ამჯერად ოპერაცია  ფართომაშტაბიანია და სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება“, – განაცხადა მან.

ამავე დროს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი NBC News-თან საუბარში ამბობს, რომ ირანის რეჟიმის შეცვლა „შესრულებადი მისია არ არის“.

„წარმოუდგენელია რეჟიმის შეცვლა, როდესაც მილიონობით ადამიანი მხარს უჭერს ამ 'რეჟიმს'“, – განაცხადა არაქჩიმ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, „მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა აღნიშნოს 1979 წლის რევოლუციის ახლანდელი წლისთავი“.

„კი, არიან ისინი, ვინც წუწუნებს, მაგრამ არსებობს მთელი რიგი ერთგული მხარდამჭერები. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს ორგანიზებული პოლიტიკური სტრუქტურა“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.