„დავუშვი შეცდომა და ის მივიღე, რასაც ვიმსახურებდი“ - თამო ვაშალომიძე
1764088302
ამერიკის შეერთებული შტატების არმიის სპიკერის განცხადებით, აბუ დაბიში მიმდინარე მოლაპარაკებები „კარგად მიმდინარეობს“.
აშშ-ის არმიის მდივანი, დენ დრისკოლი რუსულ დელეგაციასთან შეხვედრებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მართავს.
ოფიციალური პირების ცნობით, დრისკოლი რუსულ დელეგაციას პირველად ორშაბათ საღამოს შეხვდა აბუ დაბიში და დღეს კიდევ რამდენიმე შეხვედრის გამართვა იგეგმება.
არმიის წარმომადგენლის თქმით, მდივანი ასევე კონტაქტშია უკრაინელ ოფიციალურ პირებთან, რომლებიც აბუ დაბიში იმყოფებიან.
„მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. მდივანი დრისკოლი მჭიდროდ კონტაქტობს თეთრ სახლთან და აშშ-ის უწყებათაშორის სტრუქტურებთან ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას“, - აღნიშნა არმიის სპიკერმა.