ახალგაზრდა ქალი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა
1768074989
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში ირანში მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„შეერთებული შტატები მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს“, - დაწერა რუბიომ.
ცნობისთვის, ირანში თითქმის ორი კვირაა არ ცხრება მასობრივი პროტესტები. ადამიანები ქუჩებში თავდაპირველად ინფლაციისა და ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო გამოვიდნენ, თუმცა მოგვიანებით მათ სასულიერო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაყენება მოითხოვეს. შეტაკებებია ირანის თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში, მათ შორის თეირანში.