„15 მეტასტაზი გაუქრა თავიდან...“ - სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს კურნავს
1773863760
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ვენესუელის ნავთობის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები შეამსუბუქა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სანქციების შემსუბუქება იმ ფონზე მოხდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანში კონფლიქტის გამო ნავთობის მიწოდების გაზრდის გზებს ეძებს.
კერძოდ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა კომპანიებს Petróleos de Venezuela S.A და PDVSA მისცა უფლება პირდაპირ მიჰყიდონ ვენესუელური ნავთობი ამერიკულ კომპანიებს მსოფლიო ბაზარზე.
როგორც Associated Press-ი აღნიშნავს, ეს არის მნიშვნელოვანი წინსვლა მას შემდეგ, რაც მრავალი წლის განმავლობაში ვაშინგტონი ვენესუელის მთავრობასთან ნავთობთან დაკავშირებულ გარიგებებს ბლოკავდა.