აშშ-მა უნგრეთს უვიზო რეჟიმის პროგრამაზე დაწესებული შეზღუდვები მოუხსნა

აშშ სენატი

აშშ-მა უნგრეთს უვიზო რეჟიმის პროგრამაზე დაწესებული შეზღუდვები მოუხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-მა უნგრეთს უვიზო რეჟიმი აღუდგინა, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს, ჯო ბაიდენის მიერ 2023 წელს იყო შეჩერებული.

„ახლა, როდესაც უნგრეთის მთავრობამ განახორციელა ის ღონისძიებები, რომლებსაც აშშ-ის მთავრობა მოითხოვდა უსაფრთხოების სფეროში ხარვეზების აღმოსაფხვრელად, წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უვიზო რეჟიმის პროგრამა დაახლოებით 40 ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ვიზის გარეშე იმოგზაურონ შეერთებულ შტატებში 90 დღემდე ვადით, ამისთვის მათ მხოლოდ მოგზაურთა ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემაში (ESTA) რეგისტრაცია სჭირდებათ. ESTA-ს მოქმედების ვადა ორწლიანია.