ხვალ, 17 სექტემბერს, მეტეოროლოგიური დარტყმაა მოსალოდნელი - როგორ გავუმკლავდეთ მაგნიტურ ქარიშხალს
1758051427
ასტროლოგებმა ჩაატარეს კვლევა და გამოავლინეს 6 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ყველაზე ხშირად ენგრევათ ოჯახი. აი, ისინიც:
ვერძი
ის დომინანტია ყველგან. ოჯახშიც მისი სიტყვა კანონი უნდა იყოს. რასაც ის იტყვის აუცილებლად ისე უნდა გაკეთდეს, თუ არა და სკანდალს მოაწყობს. მას არ შეუძლია პრობლემებზე თვალის დახუჭვა. თუ კი კონფლიქტისთვის თუნდაც პატარა საბაბი მიეცა, ის წამსვე “აქცევს ჭიანჭველას სპილოდ”. კომპრომისისა და დათმობის შესახებ საერთოდ არაფერი სმენია. რა თქმა უნდა, დაშორების შემთხვევაშიც ვერძი ყველაფერს მეორე მხარეს დააბრალებს. აბა, როგორ… თვითონ ხომ სულ მართალია?!
მშვილდოსანი
ის ერთ-ერთი ყველაზე თავისუფლების მოყვარე ზოდიაქოს ნიშანია. მისთვის ქორწინება და ოჯახი ციხესთან ასოცირდება. ფიქრობს, რომ ამით თავისუფლება ეზღუდება და მისი დარწმუნება, რომ ეს ასე არ არის ყველა ადამიანს არ გამოსდის. მშვილდოსანი ვერ აიტანს, რომ ვინმე მას რაიმეს დაუშლის ან რაიმე ფორმით შეზღუდავს. ამ ყველაფერს აგრესიით პასუხობს, რაც ოჯახში დიდ აურზაურს იწვევს. გარდა ამისა მას არც ღალატის შემდეგ აწუხებს სინდისი. მისთვის ფიზიკური გართობა არ ასოცირდება ღალატთან და ცუდ საქციელთან.
კურო
ის მხოლოდ გვერდიდან ჩანს ასეთი წყნარი და მშვიდი. საკმარისია მასთან ერთად ოჯახი შექმნა და მაშინვე აღმოაჩენ, რომ ის სულ სხვა ადამიანი ყოფილა. დიდი ტყუილი იქნება კუროს, რომ ცუდი მეუღლე ვუწოდოთ, პირიქით! ძალიან ყურადღებიანი და მოსიყვარულეა. უბრალოდ ის თავისი პარტნიორისგან ყოველთვის ყველაფერშ მაქსიმუმს ითხოვს. უნდა, რომ ყველაფერში იდეალური იყოს და იმაზე მეტად ეცადოს ვიდრე ეს მას შეუძლია. არ დაგვავიწყდეს ძალიან, ძალიან შემაწუხებელი და ისტერიკამდე მიმყვანი ეჭვიანობა, რომელიც კუროს ახასიათებს.
მერწყული
მას ალბათ მშვილდოსანზე მეტადაც კი უყვარს თავისუფლება. მისთვის ურთიერთობების დაწყებაც კი რთულია, არა თუ ოჯახის შექმნა. ამიტომაცაა, რომ თუ კი მერწყული ოჯახის შექმნას მაინც გადაწყვეტს, მაქსიმუმ 3 წელი “გაქაჩოს”. სხვათა შორის ქალი მერწყული უფრო ვერ ეგუება ქორწინებას ვიდრე კაცი. ეს ღრმად მოაზროვნე ზოდიაქოს ნიშანი გატაცებულია ფილოსოფიით და უყვარს საკამათო თემებზე ინტელექტუალური დიალოგები. აი, თუ კი მის პარტნიორს ამ საკითხში ცოდნა და უნარები დააკლდა, მაშინ მერწყულისთვის ის ყველანაირ მიმზიდველობას დაკარგავს... ნახეთ სრულად