აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის 20 მილიონ დოლარამდე ჯილდოს სთავაზობს

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა Rewards for Justice ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელს 20 მილიონ დოლარამდე ჯილდოსა და შესაძლო საცხოვრებელი ადგილის შეცვლას სთავაზობს.

უწყების განცხადებით, ჯილდოს მიღება შესაძლებელია ირანის ბირთვული პროგრამის, მათ შორის მისი ობიექტების, აღჭურვილობისა და მასთან დაკავშირებული პერსონალის, მათ შორის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების ან აღნიშნული კომპონენტების გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის.

2025 წელს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ ირანი ურანს 60%-მდე ამდიდრებს. ეს დონე ტექნიკურად მცირე ნაბიჯითაა დაშორებული 90%-იან გამდიდრებას, რომელიც ბირთვული იარაღის დასამზადებლად არის საჭირო. ირანი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ბირთვული იარაღი არ გააჩნია და რომელიც ურანს ასეთ მაღალ დონემდე ამდიდრებს. ექსპერტების შეფასებით, ამ რაოდენობის ურანი, შემდგომი გამდიდრების შემთხვევაში, შესაძლოა რამდენიმე ბირთვული იარაღის დასამზადებლად საკმარისი აღმოჩნდეს, აღნიშნულია ინფორმაციაში.

სააგენტოს განცხადებით, ირანის რეჟიმის მიერ გარანტიების ვალდებულებების შესრულების საკითხში თანამშრომლობის ნაკლებობამ IAEA-ს ისლამური რესპუბლიკის მიერ ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტების, როგორიცაა ცენტრიფუგები, წარმოებისა და მარაგების შესახებ ინფორმაციის უწყვეტი კონტროლის შესაძლებლობა დაუკარგა.

✕