პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1772134218
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი შვეიცარიულ ბანკს, MBaer Merchant Bank AG-ს ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეწყვეტით დაემუქრა იმ საბაბით, რომ აღნიშნული ბანკი მხარს უჭერდა ირანთან, რუსეთსა და ვენესუელასთან დაკავშირებულ არალეგალურ აქტორებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
ეს ნაბიჯი იშვიათია და წარმოადგენს აშშ-ის მიერ შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ სანქციების აღსრულების ყველაზე მძლავრი მექანიზმის გამოყენებას.
ხაზინის დეპარტამენტის მტკიცებით, MBaer-მა და მისმა თანამშრომლებმა ხელი შეუწყვეს კორუფციას, რომელიც დაკავშირებულია ვენესუელური და რუსული ფულის გათეთრებასთან, ასევე ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებას ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა“ და მისი „ყუდსის ძალების“ სახელით, რომლებიც აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან.
„MBaer-მა ირანთან და რუსეთთან დაკავშირებული არალეგალური აქტორების სახელით აშშ-ის ფინანსურ სისტემაში ასობით მილიონი დოლარი გაატარა“, - განაცხადა ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა.