აშშ-ის ელჩი გაეროში: შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა

აშშ-ის ელჩი გაეროში

შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა, - განაცხადა გაეროში ამერიკის ელჩმა მაიკ უოლცმა NBC News-თან ინტერვიუში. უოლცმა უარყო გავრცელებული ცნობები, თითქოს შეერთებულ შტატებს იარაღის მარაგი ეწურება.

„ამერიკის შეიარაღებულ ძალებს - და მე ეს ყველა შესაძლო გზით გადავამოწმე, აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ეს კამპანია მაქსიმალურად ეფექტიანად აწარმოონ. ადამიანები, რომლებიც ამ სისულელეებს ავრცელებენ, ციხეში ყოფნას იმსახურებენ“, - განაცხადა მან.