აშშ-ის დაზვერვა მოელის, რომ უცხოური გავლენის აქტორები გააგრძელებენ თავიანთ კამპანიას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სისწორეს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ

არჩევნები აშშ-ში

აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება მოელის, რომ უცხოური გავლენის აქტორები გააგრძელებენ თავიანთ კამპანიას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სისწორეს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის აპარატში აღნიშნეს, რომ უცხოური აქტორები აძლიერებენ თავიანთ საქმიანობას საპრეზიდენტო არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად.

აშშ-ის დაზვერვაში ასევე მიიჩნევენ, რომ რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის, ხოლო ირანი კამალა ჰარისის გამარჯვებითაა დაინტერესებული.

გარდა ამისა, აშშ-ის არჩევნებზე ზეგავლენის მცდელობის შემთხვევების უმეტესობა რუსეთს, ირანსა და ჩინეთს უკავშირდება.