ავარიის შედეგად დაშავებული 27 წლის პოლიციელი კლინიკაში გარდაიცვალა
1772305325
აშშ-ის და ისრაელის თავდასხმა ირანზე ცხადად არღვევს ირანის სუვერენიტეტს და ემუქრება ირანელი ხალხის მშვიდობას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თუ საღი აზრი არ გაიმარჯვებს და დიპლომატიას შანსი არ მიეცემა, რეგიონი ცეცხლის რკალში შესვლის რისკის ქვეშ დადგება.
ერდოღანის განცხადებით, შემდგომი სისხლის ღვრის თავიდან ასარიდებლად, ისლამურმა სამყარომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ანკარა დიპლომატიურ ძალისხმევას გაააქტიურებს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.
„სასურველი შედეგი ვერ იქნა მიღწეული, რადგან მხარეებს შორის ნდობის კრიზისი ვერ დაიძლია და ისრაელის მხრიდან პროცესის საბოტაჟის მცდელობები გაგრძელდა“, – განაცხადა ერდოღანმა.
ამასთან, მისივე თქმით, მიუღებელია ირანის თავდასხმა სპარსეთს ყურის ქვეყნებზე.