გოგა მანიამ დაასახელა ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მომდევნო 6 თვის განმავლობაში წარმატება ელის
1756322834
არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის საავტომობილო ესკორტს წინასაარჩევნო კამპანიისას დემონსტრანტებმა ქვები ესროლეს, პრეზიდენტი მალევე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მილეი ბუენოს-აირესის ლომას-დე-სამორას ქუჩებში მოძრავი ავტომობილის უკანა ნაწილში იდგა, როცა მანქანას ქვა მოხვდა.
„ბიბისის“ ცნობით, პრეზიდენტის მხარდამჭერებსა და ოპონენტებს შორის შეტაკებაც მოხდა, რის შედეგადაც მალეის ერთ-ერთ მხარდამჭერს ნეკნები დაუზიანდა.
მოგვიანებით ხავიერ მილეიმ ძალადობაში ოპოზიცია დაადანაშაულა. მისი პრესმდივნის, მანუელ ადორნის თქმით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბუენოს-აირესის პროვინციაში 7 სექტემბერს გაიმართება, ხოლო შუალედური არჩევნები არგენტინაში 26 ოქტომბერსაა დაგეგმილი.