არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

არგენტინაში, სანტა კრუზის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა.

ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, ბიძგების ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.