სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
1762250643
                                                                მექსიკაში არეულობა გრძელდება. მიჩოა კანის შტატის დედაქალაქ მორელიაში დემონსტრაცია სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. ძალოვნებმა პროტესტის დასაშლელად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ცრემლსადენი აირი გაუშვეს. არიან დაკავებულები.
დაწყებული არეულობის მიზეზი ამავე შტატის ერთ-ერთი ქალაქის, ურუა პანის მერის მკვლელობა გახდა, რომელიც, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნარკოკარტელებს ებრძოდა და ფედერალურ ხელისუფლებას მაფიისადმი ლოიალობაში ადანაშაულებდა.