ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი ტომოგრაფიის შესახებ მიმართვას ავრცელებს
1768757665
ემანუელ მაკრონი არავის სჭირდება, ის მაინც ძალიან მალე დატოვებს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, რა პასუხი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომ არ შეუერთდებოდა „მშვიდობის საბჭოს“, რაზეც შეერთებული შტატების ლიდერმა უპასუხა, რომ ამის შესახებ არ იცოდა.
მისივე თქმით, საფრანგეთიდან იმპორტირებულ ღვინოსა და ცქრიალა ღვინოზე 200-პროცენტიან ტარიფებს დააწესებს.
„მან თქვა ეს? არავის სჭირდება ის, რადგან ის მაინც ძალიან მალე დატოვებს ადმინისტრაციას. ისინი მტრულად თუ არიან განწყობილი, მე დავაწესებ 200%-იან ტარიფებს მათ ღვინოსა და ცქრიალა ღვინოზე და ის შემოუერთდება საბჭოს. მან ეს თუ ნამდვილად თქვა – შესაძლოა, ცოტა სხვანაირად მეუბნებით – მაგრამ თუ მან ეს მართლა თქვა, როგორც იცით, ის რამდენიმე თვეში თანამდებობას დატოვებს“, – თქვა ტრამპმა.