წყალი 12 საათით შეწყდება - GWP განცხადებას ავრცელებს
1750273452
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირან-ისრაელის კონფლიქტში შეერთებული შტატების შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, შეიძლება ეს გააკეთოს, შეიძლება, არა.
„არ ვიცი, შეიძლება, ეს გავაკეთო, შეიძლება, არა. არავინ იცის, რისი გაკეთება მინდა. მაგრამ ერთს ვიტყვი, ირანს ბევრი პრობლემა შეექმნა და მოლაპარაკება უნდა“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადება, რომ ირანი მეტად უნდა ყოფილიყო მზად მოლაპარაკებებისთვის, ვიდრე ისრაელი მასზე იერიშს მიიტანდა.