„ჩემო სიყვარულო ადამიანო, ვერ ვიჯერებ“ - მეგობრები და ახლობლები 26 წლის ლანა ლატარიას ემშვიდობებიან
1785524849
მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა ღაზის შეთანხმებაზე ისაუბრა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "ჰამასის" განიარაღება ისტორიული მიღწევა და ახლო აღმოსავლეთისთვის დიდი ნაბიჯია, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეუძლებელი იქნებოდა.
"ისრაელი ძალიან კმაყოფილია ამით, ისრაელი დაგვეხმარა ამაში. ისინი ძალიან კარგები იყვნენ.
არავინ ფიქრობდა, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა - ჰამასის განიარაღება. ეს გიჩვენებთ, თუ რამდენ წარმატებას ვაღწევთ ირანთან. ოთხი ან ხუთი თვის წინ რომ დავბრუნდეთ, ასეთი შეთანხმება შეუძლებელი იქნებოდა.
ეს დიდი ნაბიჯია ახლო აღმოსავლეთისთვის," - აცხადებს დონალდ ტრამპი.