არსებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური დააკავეს
1758103555
არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ისრაელს სამხრეთ სირიაში ომის დანაშაულში სდებს ბრალს.
ორგანიზაცია ანგარიშში ისრაელს სირიელების იძულებით გადასახლებაში ადანაშაულებს სამხრეთ სირიის იმ რაიონებიდან, სადაც არმიამ კონტროლი აიღო.
ანგარიშის თანახმად, ისრაელი ანგრევს სახლებს და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომას ბლოკავს იმ ადგილებში, სადაც სამხედრო ობიექტები შენდება.
ისრაელის მედიის თანახმად, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა საზღვრის გასწვრივ ტერიტორია 2024 წლის დეკემბერში, სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ დაიკავეს და საზღვრიდან 15 კილომეტრის რადიუსში მოქმედებენ ისრაელისთვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
„ისრაელის ძალებმა, როგორც ჩანს, უშუალო საფრთხეზე რეაგირების ნაცვლად, სახლები გაწმინდეს და დაანგრიეს, რაც მათი სამხედრო ყოფნის განმტკიცების უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია“, – აღნიშნულია ანგარიშში.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ისრაელი სირიელების დაპატიმრებასა და საზღვარზე მათ გადაყვანაშია ბრალდებული.